ასკანის საჯარო სკოლის ​მოსწავლეთა წარმატება მუსიკალურ ვიქტორინაში
15-05-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა, 4 მაისს, კულტურის სახლში გამართულ მუსიკალურ ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა.

გუნდი სახელად „ალეგრო“ კონკურსზე წარმატებით წარდგა. 

როგორ სკოლაში გვეუბნებიან, „ალეგრო“ გამოცოცხლებისა და დინამიკის სიმბოლოა, სკოლის გუნდმაც უშრეტი ენერგია აჩვენა - შეხვედრის ბოლომდე ყველა აქტივობაში ჩაერთო: უპასუხა კითხვებს. მოსწავლეებმა დარბაზთან ერთად იმღერეს და იცეკვეს.

მოსწავლეებმა გამოავლინეს გამორჩეული მუსიკალური განათლება, ფენომენალური მეხსიერება და ნამდვილი საკონკურსო უნარები - ბოლომდე ბრძოლა და პოზიტივის შენარჩუნება. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მადლობას უხდიან ყველას ვისაც ახალგაზრდების წარმატებაში მიუძღვის წვლილი.

განსაკუთრებული მადლობა ირმა მასწავლებელს - გაწეული შრომისა და აკადემიურობისათვის! თქვენი თავმდაბლობით დიდებული ადამიანი ბრძანდებით!

ასევე, - გუნდის კაპიტანს, მარიამ ქურასბედიანს - იმ უდიდესი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც გუნდს ბოლომდე უწინამძღვრა

გუნდის წევრებს: ბარბარე წყავზარაძეს, ბარბარე ომიაძეს, მელიტა ტოხვაძეს, ნია ტოხვაძეს, მარიამ გოგიბერიძეს, ბარბარე გოგიბერიძეს-თქვენი პასუხისმგებლობისთვის, ნიჭისა და იმ სიხარულისთვის, რაც მოგვანიჭეთ.

ბატონ ჯუმბერი ნინიძეს - ჩვენს მძღოლს, რომელმაც სრულიად უანგაროდ უზრუნველყო ბავშვების ტრანსპორტირება

მადლობას ვუხდით ჟიურის წევრებსა და ვიქტორინის ორგანიზატორებს მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203