ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა - ანდრია მჭედლიძის დიდი წარმატება და მოპოვებული დაფინანსება
14-05-2026

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე ანდრია მჭედლიძემ, მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწია - იგი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა.

მისი მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ შესაძლებლობებს. 

ანდრია მჭედლიძე ჩაირიცხა და მიიღო საერთაშორისო დაფინანსებები ესპანეთისა და საფრანგეთის პრესტიჟული უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

IE University - ესპანეთი -  ანდრიამ „30% Excellence Program“-ის ფარგლებში მიიღო  €9,000-ის ოდენობის დაფინანსება.

KEDGE Business School - საფრანგეთი.  მოსწავლემ მოიპოვა €13,600-იანი დაფინანსება.

SKEMA Business School - საფრანგეთი.  ანდრიამ ასევე მიიღო €2,000-იანი დაფინანსება.

Vrije Universiteit Brussel - ბელგია. ანდრიას საბოლოო არჩევანი სწორედ ბელგიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტზე - VUB-ზე შეჩერდა. უნივერსიტეტი გამოირჩევა გამოირჩევა ძლიერი აკადემიური პროგრამებით, საერთაშორისო სტუდენტური გარემოთი და ევროპული განათლების მაღალი სტანდარტებით.

აღსანიშნავია, რომ მიღებული საერთაშორისო დაფინანსებების საერთო ოდენობამ €24,600 შეადგინა.

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და დაწმუნებულნი არიან, რომ ანდრია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც ღირსეულად გააგრძელებს განვითარებას.

„ვულოცავთ ანდრიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მრავალ საინტერესო შესაძლებლობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203