
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ახლახან, ხრეითის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ თეონა კაპანაძესთან ერთად, მოამზადეს პრეზენტაცია ქართული ალპინიზმის ფუძემდებლების - და-ძმა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით.
მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ისტორიას, მის მნიშვნელობასა და იმ ადამიანების ცხოვრებას, რომელთა სახელთანაც ეს ადგილი არის დაკავშირებული.
პრეზენტაციასთან ერთად შექმნეს მუზეუმის მაკეტიც, რათა უფრო თვალსაჩინოდ წარმოედგინათ მისი არქიტექტურა და გარემო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ ნამუშევარზე მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარა ცოდნის გაღრმავებაში, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გუნდურ მუშაობაში.
პრეზენტაცია გამოვიდა საინტერესო, შთამბეჭდავი და ინფორმაციული.
იხილეთ ფოტოები: