„ნუ დააბინძურებ გარემოს“!  - დედამიწის პატარა მცველები ოზურგეთის N4 საჯარო სკოლიდან 
14-05-2026

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლა აქტიურად შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას. 

სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნეს.

დაასუფთავეს სკოლის ეზო და ქალაქის პარკი, დაახარისხეს ნაგავი და პლასტმასის ბოთლები სპეციალურ ურნებში განათავსეს.

შექმნეს თემატური პოსტერები მოწოდებებით:

  • „გიყვარდეს დედამიწა“!
  • „გაუფრთხილდი ბუნებას“!
  • „ნუ დააბინძურებ გარემოს“!

ნახეს საინტერესო ფილმები დედამიწის დაცვის შესახებ და იმსჯელეს გარემოს მნიშვნელობაზე

ასევე, სკოლის იდეათეკაში ააწყვეს თემატური ფაზლი.

დღის დასასრულს კი შექმნეს „მეგობრობის ჯაჭვი“ - დედამიწის პატარა მცველებმა ერთიანად გამოხატეს სიყვარული და პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის მიმართ

„ერთად შეგვიძლია გავუფრთხილდეთ დედამიწას!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203