
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა, დედის დღის აღსანიშნავად, სკოლის II კლასში გამართული თბილი და ემოციური ღონისძიება. (მასწავლებლები ნინო ვაშალომიძე, მაია თანდილაშვილი, ფატი გაგუა) მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს დედებს ეს განსაკუთრებული დღე - დახატეს მათი პორტრეტები, მიუძღვნეს სიმღერა, მოეწყო ბავშვების ნამუშევრების პატარა, გულით შექმნილი გამოფენა.
ღონისძიების ყველაზე სახალისო ნაწილი დედებისა და შვილების ერთობლივი აქტივობები იყო, სადაც დედებმა და შვილებმა უპასუხეს საინტერესო შეკითხვებს და ბევრი სასიამოვნო ემოცია გაიზიარეს.
ეს დღე სავსე იყო ღიმილით, სითბოთი და სიყვარულით.
„მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო ამყარებს სკოლასა და ოჯახს შორის კავშირს და ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, სიყვარულითა და მადლიერებით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება დედების მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: