მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობას სთავაზობენ.
აღსანიშნავია, აქტივობა - „გაუფრთხილდეთ დედამიწას!“, რომელზეც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, მათ შორის პლაკატები, სადაც საზოგადებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და გააცნობიერეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
იხილეთ ფოტოები: