მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება, რომელიც ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს და სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 9 აპრილი მხოლოდ ტკივილი არ არის - ეს არის ქართველი ერის გაუტეხელი სულისკვეთებისა და თავისუფლების დღე.
„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და თემატური კედლის გაზეთი დაამზადეს და საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები: