მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში გაიმართა შემეცნებითი და ღირებულებებზე ორიენტირებული აქტივობა სახელწოდებით - „ადამიანები თანასწორნი იბადებიან“, რომლის მიზანს თანასწორობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობის გააზრება წარმოადგენდა.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმსჯელეს ადამიანთა თანასწორობაზე, განსხვავებული აზრის პატივისცემასა და საზოგადოების თითოეული წევრის უფლებების დაცვაზე.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები და სხვადასხვა მაგალითის საფუძველზე განიხილეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნა როგორც სკოლაში, ისე საზოგადოებაში.
აქტივობამ მონაწილეები კიდევ ერთხელ დააფიქრა, რომ თითოეული ადამიანი, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, სოციალური მდგომარეობისა თუ განსხვავებული შესაძლებლობებისა, თანასწორი უფლებებით იბადება.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ემპათიის განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: