„ერთობლივი ძალებით კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი მოსწავლეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას“- ოზურგეთის N3 სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
14-05-2026

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.

„ოზურგეთის N3 საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მიიღო 9-წლიანი სრული ავტორიზაცია!

ვულოცავთ, წარმატებას სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს!

ეს მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომის, პასუხისმგებლობისა და მრავალწლიანი ტრადიციების გაგრძელების შედეგია. სწორედ იმ ღირებულებებმა და გამოცდილებამ, რომელსაც სკოლა წლების განმავლობაში ქმნიდა და ინარჩუნებდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ წარმატების მიღწევაში.

ავტორიზაციის მიღება ჩვენთვის არა მხოლოდ წარმატებაა, არამედ ახალი პასუხისმგებლობა და განვითარების ახალი ეტაპიც. ერთობლივი ძალებით კვლავაც გავაგრძელებთ წინსვლას, სიახლეების დანერგვას და ჩვენი მოსწავლეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას“,- აღნიშნავს დირექტორი ლელა საჯაია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203