
„კლასგარეშე აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის განვითარებაში. ისინი ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი, სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. მსგავსი აქტივობები აძლიერებს მეგობრულ გარემოსა და გონებრივი მუშაობის უნარს. სკოლას უფრო საინტერესო და მრავალფეროვან სივრცედ აქცევს“,- გვეუბნებიან ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ აღნიშნული მიზნით, სკოლის, ესთეტიკისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრებმა (პედაგოგები - ფატი ცარციძე და ნარგიზა კუტალია) წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „სიყვარულის ფერები“.
ღონისძიება ემსახურებოდა სიყვარულის სხვადასხვა ასპექტის წარმოჩენას.
მოსწავლეებმა სპეციალური ნომრები მიუძღვნეს ოჯახურ ურთიერთობებს, მეგობრობას, სილამაზეს, გაზაფხულის ფერებს, ეროვნულ იდეებს.
მოსწავლეები ერთვებოდნენ ჩანახატებით, ცეკვებით, მიუზიკლებით. გამოყენებული იყო როგორც ქართული, ასევე ევროპული ნაწარმოებები.
საღამო იყი თბილი, ემოციურად დატვირთული.
„მოსწავლეებს და პედაგოგებს ვუსურვებთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა შემართება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები.