
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლა კიდევ ერთი თაობის გასაცილებლად ემზადება.
20 მაისს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. მე-12 კლასელების ამ უმნიშვნელოვანესი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.
მათ გამოსამშვიდობებელი ღონისძიების მოსაწვევები უკვე დაამზადეს და სასკოლო თემში გაავრცელეს.
„ეს არ არის უბრალოდ დასასრული, არამედ ახალი გზის დასაწყისი - სავსე მოგონებებით, ღიმილითა და ამაღელვებელი მომენტებით. თქვენი დასწრება ჩვენს დღესასწაულს უფრო თბილს და დაუვიწყარს გახდის“,- ვკითხულობთ მოსაწვევზე.
ღონისძიება 19 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ემოციური ვიდეორგოლიც შექმნეს, სადაც ბავშვობასთან გამომშვოდბება მეტად ორიგინალურად და ემოციურადაა წარმოდგენილი.
იხილეთ ვიდეო ბმულზე