„ხელოვნებაა თავად უკვდავება“ - როდიონოვკას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
14-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე შემოქმედებითი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, ხელოვნების მასწავლებელმა, ტირუნ ვარტანიანმა და მისმა მოსწავლეებმა სკოლაში ხელოვნების ზეიმი გამართეს. 

ღონისძიების თემა იყო - „ხელოვნებაა თავად უკვდავება“. 

მოსწავლეებმა გააცოცხლეს მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრების: და ვინჩის, ვან გოგის , ფიროსმანის და სხვათა ნამუშევრები. ამასთანავე წარმოადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი მრავალი ფერწერული და გრაფიკული ტილო, არქიტექტურული მაკეტები.

მოსწავლეთა ნამუშევრები შთამბეჭდავი სანახავია. 

„გზა დავულოცოთ ნორჩ მხატვრებს მომავალი წარმატებისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში ახალისებენ მოსწავლეთა შექმოქმედებითობას

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203