ხორენიის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა 
14-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის​ საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღინიშნა. 

ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი არმენაკ ასატრიანი და პედაგოგი არმინე კირაკოსიანი.

ღონისძიება ქართული ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. შექმნეს პლაკატი, სადაც ისტორიული მოვლენის  ამსახველი ინფორმაცია დაიტანეს.

ღონისძიების შემდეგ  სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს ესტუმრნენ, ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

მემორიალთან სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი და მემორიალის ისტორიის შესახებ მოუთხრო მოსწავლეებს. 

მოსწავლეებმა დირექტორისგან გაიგეს, რომ ხორენიიდან ომში107 ადამიანი იყო გაწვეული, მათგან 46 არ დაბრუნებულა. არმენაკ ვარდანიანი და ვარდ პეტროსიანი კი ჩასულან  ბერლინში და „ქოჩარი“ უცეკვიათ. ხოლო, ხორენიაში დაღუპულთა მემორიალი აღუმართავს კარენ სეროფიანს და რესტავრაცია გაუკეთებია თელმან სურმალიანს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203