დამიაგეორარხის საჯარო სკოლაში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას პროექტი მიეძღვნა
14-05-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს ჯანმრთელობის საკითხებზე ხშირად ესაუბრებიან და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

აღსანიშნავია პროექტი - „ჯანსაღი კვება“, რომელზეც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა იმუშავეს. 

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, თავადვე მოამზადეს ჯანსაღი საკვები და სასკოლო საზოგადოებას გაუმასპინძლდნენ. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საფუძველია და პირობა დადეს, რომ უარის იტყვიან სწრაფი კვების პროდუქტებსა და მავნე საკვებზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203