
ტერიტორიული პრინციპით ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ, პირველ კლასში რეგისტრირებული მოსწავლის დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა. დარეგისტრირებულ სკოლაში დოკუმენტები 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით უნდა წაადგინონ მშობლებმა.
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამის სკოლაში წარადგინოს:
• განცხადება;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
• დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 0 32 2 200 220
• მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info@emis.ge