
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, როგორც მოსწავლეთა მოტივაციაზე, ისე მიღწევებზე აისახება.
სკოლაში მოსწავლეთა მორიგი სპორტული გამარჯვებით ხარობენ. 4 მაისს გაიმართა „თავისუფლების თამაშები“ ფრენბურთში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოზურგეთის N2 და ოზურგეთის N4 საჯარო სკოლების გუნდები. შეხვედრა N2 სკოლის გამარჯვებით დასრულდა.
სკოლაში ამაყობენ გოგონათა გუნდის წარმატებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მადლობა გოგონებს: თაკო გურგენიძეს, მარიამ შარაძეს, ნინი ბაბილოძეს, თათული ესაძეს, კესო გოგუაძეს და ანა უმეკაშვილს საინტერესო და წარმატებული თამაშისთვის. მეგობრობა ყოველთვის იმარჯვებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: