
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე ახალისებენ მათ შემოქმედებითობასა და ინტერესებს, რაც მოზარდების მოტივაციასა და შესაძლებლობებზე აისახება.
ახლახან, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი „პენტატონიკა“ მუსიკალური ვიქტორინის - „ნოტები“ - გამარჯვებული გახდა.
გუნდის წევრები არიან:
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პედაგოგებს მადლობას უხდიან დაუღალავი შრომისთვის.
„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგებს - მაია თოთიბაძესა და ნინო ვახრამოვს გაწეული მუშაობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: