ქუთაისის N38 სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, ნიღბების თეატრის სცენაზე მიუზიკლები გაიმართა
14-05-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, შემოქმედებითობა კი წახალისებული, რაც მოზარდების შესაძლებლობებზე აისახება. 

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ნიღბების თეატრში გაიმართა მუსიკალური წარმოდგენები - „ვერის უბნის მელოდიები“, „ქეთო და კოტე“ და „ჩხიკვთა ქორწილი“.

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, მაყურებლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობით, ემოციითა და შემოქმედებითი უნარებით წარდგნენ და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები.

მოსწავლეთა პედაგოგი ნათია მუშკუდიანი გახლავთ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მათ წარმატების მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.  

„ვულოცავთ, 38-ე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ შემოქმედებით გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203