თამარისის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგ ანზორ გოგინავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მინი ფეხბურთის შეჯიბრი გაიმართა
15-05-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

1 მაისს, თამარისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ყოველწლიური შეჯიბრი მინი ფეხბურთში, რომელიც ეძღვნება თამარისის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის - ანზორ გოგინავას ხსოვნას.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ წერეთლის, ახალი დიოკნისის, მარნეულის N6 და თამარისის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები.

გარდამავალი თასი გადაეცა თამარისის N1 საჯარო სკოლას.

თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ გამარჯვებულ გუნდს მიღწეულ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203