ანჩისხატიდან სიონამდე - ისტორიის ცოცხალი გაკვეთილი თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებისთვის 
14-05-2026

10 მაისს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის N103 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი ნატა თეთვაძე და X კლასის მოსწავლეები ანჩისხატის ტაძარსა და სიონის საკათედრო ტაძარს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა საფლავები, გაეცნენ ტაძრების ისტორიას, მათ სულიერ და კულტურულ მნიშვნელობას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემეცნებითი ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გაღრმავება, ეროვნული და სულიერი ღირებულებების გააზრება, ასევე საქართველოს ქრისტიანული ისტორიის უკეთ გაცნობა.

„ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული სწავლების გზით მიღებული ცოდნის განმტკიცებას“,-დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203