ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება თამარისის N1 სკოლაში 
14-05-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. 

ღონისძიებაში, რომელიც ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის განვითარების გზა და ხაზი გაუსვეს ქართული ენის მნიშვნელობასა და ღირებულებას.

ღონისძიება მოიცავდა არაერთ შემოქმედებით ნომერს. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კიპაროიძე და მუსიკის მასწავლებელი სალომე ხუციშვილი.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203