
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
თამაკონის საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა თეატალურ ზეიმს - მარტვილის თეატრალურ ფესტივალს, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო რეპერტუარი წარადგინეს და ნიჭიერების ზეიმი მოაწყვეს.
თამაკონის სკოლა მეორე წელია უკვე მონაწილეობს ფესტივალში. წელსაც, პედაგოგ დიანა ფიოლიას სასწაულმა ბავშვებმა საუკეთესოდ ითამაშეს.
სკოლაში მათ მადლობას უხდიან სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა დიანა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის, მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის, ერთობით ყველაფერს შევძლებთ
უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ასეთ შესაძლებლობებს გვაძლევს - მადლობა მაკა გულორდავას, გიორგი ნაჭყებიას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მურმან წოწორიას, მარტვილის თოჯინების თეატრს, ზურა ჯამბურიას, ლევან გაბრიჭიძეს, გოჩა სხულუხიას, ნანა ბირკაიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: