ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო შემოქმედებითი დავალება და ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი პოსტერები, თოჯინების თეატრი და კომიქსები
15-05-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, შემოქმედებითი დავალება - My Alien Family, რომლის ფარგლებში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საკუთარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების გამოყენებით, შექმნეს საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები.

მათ წარმოადგინეს პოსტერები, თოჯინების თეატრი და კომიქსები, სადაც თითოეული პერსონაჟი უნიკალური, გამოგონილი სამყაროს ნაწილია და სრულად მოსწავლეთა წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს.

დავალების მიზანი იყო ზეპირი მეტყველების განვითარება, შემოქმედებითი აზროვნების წახალისება და ინგლისურ ენაზე საკუთარი იდეების თავისუფლად და თავდაჯერებულად გადმოცემა.

დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „უცხოპლანეტელი“. ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია განსხვავებულობის მიმღებლობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9, ვიდეო10

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203