
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელსაც დიდი შემართებით შეუერთდნენ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა მე-6 კლასის მოსწავლე ალმა კახაძემ, რომელიც ამერიკული კუთხის რჩეული გახდა.
მოსწავლეები კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ვიდეო