„ჩვენ გვიყვარს: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია“ - თბილისის N173 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
13-05-2026
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა მოტივირებისა და ცოდნის გამდიდრების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრამ პედაგოგ ე.გეგეშიძის ხელმძღვანელობით X კლასების მოსწავლეთა შორის ჩაატარა ინტელექტუალური თამაში - „ჩვენ გვიყვარს: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების წახალისება, ლოგიკური უნარების გამომუშავება, გუნდური მუშაობის გააქტიურება, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა.

თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

  1. პირველი ადგილი -მე-10 კლასი;
  2. მეორე ადგილი - მე-10 კლასი;
  3. მესამე ადგილი - მე-10 კლასი.

იხილეთ ვიდეო:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203