
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ გარემოსდაცვით თუ საგანმანათლებლო აქტივობას სთავაზობენ.
სკოლაში განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სიყვარულითა და პასუხისმგებლობით დარგეს ხეები.
ეს დღე ეს იყო გაკვეთილი ბუნებაზე ზრუნვის, გარემოს დაცვისა და მომავლის შექმნის შესახებ. თითოეულმა ბავშვმა იგრძნო, რომ შეუძლია შეცვალოს გარემო უკეთესობისაკენ.
მოსწავლეები პატარა ნაბიჯებით დიდი მწვანე მოვალისთვის ზრუნავენ, პედაგოგები კი ბუნების სიყვარულს ასწავლიან.
იხილეთ ვიდეო: