
თბილისის N190 საჯარო სკოლაში სასიხარულო სიახლეა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „STEAM განათლება“ - ფარგლებში, თბილისის N190 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, გურანდა გაბუნიამ, წარმატებით გაიარა მრავალეტაპიანი კონკურსი და შეირჩა STEAM კლუბის ლიდერ მასწავლებლად.
პროგრამაში მონაწილეობა მოიცავდა რეგისტრაციას, მოსამზადებელ ვებინარებს, პრეტესტსა და კონკურენტულ ტესტირებას, რომლის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ საუკეთესო მონაწილეები. მომდევნო ეტაპზე თბილისის N190 სკოლის მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან STEAM ბანაკში, სადაც დაეუფლება თანამედროვე ტექნოლოგიური და ინტეგრირებული სწავლების პრაქტიკულ მეთოდებს.
2026-2027 სასწავლო წლიდან კი სკოლაში დაფუძნდება STEAM კლუბი, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას:
STEAM განათლება აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას და თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური აზროვნების უნარებს.
„ვამაყობთ ჩვენი სკოლის წარმატებით და გვჯერა, რომ STEAM კლუბი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეების მომავლისთვის! გმადლობთ, ქალბატონო გურანდა, გაწეული, თავდაუზოგავი შრომისთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ირინე გაგოშიძე და სიახლეს დიდი სიხარულით გვიზიარებს.