„თავდაჯერებულობა და თვითშეფასება“- ხრეითის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
13-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

11 მაისს მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებთან  ჩატარდა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „თავდაჯერებულობა და თვითშეფასება". 

შეხვედრას უძღვებოდა ამავე სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი ლიკა ბიბილაშვილი.

შეხვედრის ხელმძღვანელმა და მონაწილეებს ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს სჯეროდეს საკუთარი თავის და აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს.

მონაწილეებმა კარგად გაიაზრეს თუ რამდენად მოქმედებს თვითშეფასება ჩვენს ქცევაზე, ემოციებსა და ურთიერთობებზე.

ასევე პრეზენტაციის დროს განხილული იყო ის კონკრეტული ტექნიკები, რაც ადამიანს ეხმარება თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში. ასევე, როგორ შეიძლება საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა და რატომ არის მნიშვნელოვანი შეცდომების მიღება, როგორც განვითარების ნაწილი. 

„ეს აქტივობები, რომელიც გამოყენებული იყო პრეზენტაციის პარალელურად, დაეხმარა მოსწავლეებს უკეთ დაფიქრებულიყვნენ საკუთარ შესაძლებლობებზე, ემოციებსა და მიზნებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

საბოლოო ჯამში შეხვედრა მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა საინტერესო, სახალისო , ინფორმაციული და მოტივაციის მომცემი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203