ერტისის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ
12-07-2018
ერტისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის თამარ ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ვემშვიდობებით პირველ მასწავლებელს“ გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და სცენაზე თავი წარმოაჩინეს.
ღონისძიებაში 21 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა და პედაგოგებმა კი მეოთხეკლასელებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია