„შტრიხები რუსთაველის სავარაუდო ბიოგრაფიიდან“ - ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-10 კლასში თეორიული კონფერენცია გაიმართა
19-05-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის X კლასში (ხელმძღვანელი ნ. ბახსოლიანი) ჩატარდა თეორიული კონფერენცია თემაზე - „შტრიხები რუსთაველის სავარაუდო ბიოგრაფიიდან“.

ღონისძიებამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ ჩაღრმავებოდნენ ქართველი გენიალური პოეტის, შოთა რუსთაველი ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

კონფერენციის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს მრავალფეროვანი და საინტერესო საკონფერენციო თემები, რომლებიც შეეხებოდა რუსთაველის ეპოქას, მის პიროვნებას, მოღვაწეობასა და იმ ისტორიულ წყაროებს, რომელთა მიხედვითაც იკვეთება პოეტის სავარაუდო ბიოგრაფია.

წარმოდგენილმა ნაშრომებმა დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაში კლასის თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, რამაც კონფერენცია მეტად მრავალფეროვანი და შინაარსიანი გახადა. მონაწილეებმა წარმოაჩინეს კვლევითი უნარები, ანალიზის შესაძლებლობა და ქართული ლიტერატურისადმი დიდი ინტერესი.

„რუსთაველი - საქართველოა!!! „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოსია და ზოგადსაკაცობრიო სიბრძნეც არის!!!“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი რუსუდან ხობუა და მოსწავლეებს რუსთაველის ღირებულებებზე ზრდის. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203