„წიგნებთან ერთად მოგზაურობა დაუვიწყარია“ - ქუთაისის N32 სკოლაში ინტელექტუალური,  ლიტერატურული თამაში გაიმართა
18-05-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეებს იკითხონ ბევრი და სხვადასხვა ღონისძიებითა თუ აქტივობით, მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

„წიგნები იმათთვისაა, ვისაც სურთ სადღაც სხვაგან იყვნენ“ - მარკ ტვენის ეს გენიალური გამონათქვამი ლაიტმოტივად გასდევდა სკოლაში ახლახან ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშს - „წიგნების თარო“. 

მე-7 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული 4 გუნდი „ამერიკის ლიტერატურის მამის“ - მარკ ტვენის, ბავშვებისთვის საყვარელი ნაწარმოებების უკეთ ცოდნაში გაეჯიბრა ერთმანეთს.

მათ, ტომ სოიერთან ერთად, კიდევ ერთხელ დალაშქრეს განძით და საიდუმლოებით სავსე მღვიმე, ჰაკლბერი ფინთან ერთად, კიდევ ერთხელ გაჰყვნენ ტივით მისისიპის დინებას თავისუფლებისკენ, უფლისწულ ედუარდთან და ღატაკ ტომთან ერთად, კიდევ ერთხელ გაექცნენ რეალობას და სხვა სამყაროს ეზიარნენ, სამყაროს, სადაც მათი ოცნებები და სურვილები უნდა ახდეს.

„წიგნებთან ერთად მოგზაურობა დაუვიწყარია. წიგნები ასაზრდოებს აზროვნებას და აფართოებს თვალსაწიერს. იმეგობრეთ წიგნებთან და ყველასთვის სასურველი მეგობრები გახდებით“, -აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს ინტელექტუალური თამაში ერთ-ერთი შემაჯამებელი აქტივობაა ევროკავშირის მიერ დაგეგმილი პროექტისა - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომელიც თითქმის ორი წელია ხორციელდება სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203