
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-10 ბ კლასის მოსწავლე დემეტრე გიგოლაშვილი გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით და ამ ეტაპზე არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია.
დემეტრემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის დღეებთან დაკავშირებით დაგეგმილ საქალაქო ღონისძიებაში. ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ჩასაბერ საკრავთა კამერულ ორკესტრთან ერთად, მან ბრწყინვალედ შეასრულა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
სკოლაში ხარობენ მოსწავლის წარმატებით და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებას ვუსურვებთ ნიჭიერ მუსიკოსს, რომელიც ჩვენი სკოლის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური მონაწილეა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: