გაიცანით მომავლის გამომგონებელი - მე-10 კლასელი საბა კახაძე ქუთაისის №32 საჯარო სკოლიდან 
14-05-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ამჯერად, სკოლა მე-10 კლასის მოსწავლე საბა კახაძეს გვაცნობს, რომელსაც სკოლაში მომავლის გამომგონებელს ეძახიან. 

საბა ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა ტექნოლოგიებისადმი და დღესაც აქტიურად ავითარებს უნარებს STEAM მიმართულებით.

მისი ბოლო წარმატებებია:

  • წარმატებით დაასრულა სწავლა „გამომგონებელთა სკოლაში“;
  • მულტიფუნქციური გუნდის მიერ გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი;
  • პრეზენტაციაზე წარადგინა რთული საინჟინრო ტექნოლოგიით შექმნილი რობოტი.

„ვამაყობთ საბათი და წარმატებებს ვუსურვებთ ამ ნიჭიერ გამომგონებელს თავის საინტერესო გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203