
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, ემპათიას, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ახლახან, ინგლისური ენის პედაგოგმა თამარ აბდალაძემ, სადამრიგებლო პროექტის - ფარგლებში, IIIდ კლასის მოსწავლეებთან და სკოლის თვითმმართველობის წევრებთან ერთად, შეგროვებული ნივთები გადასცა Caritas Georgia-ს ცენტრთან არსებულ ორგანიზაციას.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა სივრცე, სადაც შეგროვებული ნივთები თავსდება იმ ბენეფიციარებისთვის, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს თანადგომისა და ქველმოქმედების მნიშვნელობა.
„შენთვის ძველი - სხვისთვის შესაძლოა ახალი გახდეს“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და საზოგადოებასაც ქველმოქმედებისკენ მოუწოდებენ.
იხილეთ ფოტოები: