პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები
13-05-2026

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის მსოფლიო დღე. 

მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, გააფერადეს თემატური ნახატები და იმსჯელეს თუ რას გააკეთებენ დედამიწის დასაცავად.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა ნათლად გაიაზრეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203