
შპს N1 (გოქაძის) სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე აისახება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო კონფერენციაზე - British, American and Georgian Cultural Studies - შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებმა უპრეცედენტო წარმატებას მიაღწიეს და პირველი სამი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
კონფერენცია, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაა, წელსაც მრავალფეროვანი იყო. მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, თუმცა N1 გოქაძის სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული მომზადებითა და საინტერესო ნაშრომებით ჟიურის ყურადღება მიიპყრეს.
I ადგილი დაიმსახურა ანადეა დეისაძემ, რომელიც კონფერენციაზე წარდგა თემით - Where Music Takes Different Forms. მისი პედაგოგი სალომე ასათიანი გახლავთ.
II ადგილი დაიკავა თეკლა ღვალაძემ თემით - Georgian, American and British Culture. მას ინგლისურ ენას პედაგოგი ელენე ბიბილურიძე ასწავლის.
III ადგილზე კი გავიდა გიორგი ჩხოლარია. მისი საკონფერენციო თემის სახელია - Health without extremes. პედაგოგი ეკატერინე ჭარბაძე.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ეს გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შრომას, მონდომებასა და სწორ ხედვას ყოველთვის მოაქვს საუკეთესო შედეგი! ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებით და მათი მასწავლებლებით, რომლებმაც რეგიონის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
იხილეთ ფოტოები: