
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, იმდიდრებენ ცოდნას და წარმოაჩენენ შესაძლებლობებს.
მათ შორის, მოსწავლეები მონაწილეობდნენ რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც ეძღვნებოდა დედაენის დღეს.
მოსწავლეებმა საკონკურსოდ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნი დედაენის თემატიკაზე. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას და ცოდნასთან ერთად, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: