
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. პრეზენტაციაზე კი ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებზე, დაამსხვრიეს მითები და სინამდვილე სიცრუისგან გამიჯნეს.
იხილეთ ფოტოები: