
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
მათ შორის, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
პროექტი ინტელექტუალური კონკურსის სახით გაიმართა და 1918-1921 წლების გარდა მოიცავდა 1921-1924 წლების ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის შესახებ მასალას.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: