
თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, სტუმრობდნენ ეროვნული სასახლის მედიათეკას და მონაწილეობა მიიღეს საავტორო პროექტში „მწერლის ლაბორატორია“.
პროექტის მოდერატორია მედიათეკის მთავარი სპეციალისტი, მწერალი და მხატვარ-ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე.
ეროვნული სასახლის მედიათეკის პროექტი - „მწერლის ლაბორატორია“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და უნარების განვითარებას.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ მწერლისგან და ილუსტრატორისგან მოესმინათ, რა გზას გადის წიგნი იდეიდან გამოცემამდე, რა შეიძლება გახდეს ტექსტისა თუ ილუსტრაციის შთაგონება, როგორ იქმნება სიუჟეტი, ან იქმნება და იხატება პერსონაჟი; გაეცნენ წიგნის ტიპებს, წიგნის ილუსტრირების სხვადასხვა მეთოდებს, სასახლის ბიბლიოთეკაში დაცულ რარიტეტულ საბავშვო გამოცემებს; მონაწილეობდნენ ლიტერატურულ, შემოქმედებით, ინდივიდუალურ და გუნდურ აქტივობებში. ასევე მიიღეს საინტერესო რჩევები შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.
„მადლობა პროექტის მოდერატორსა და მედიათეკის მთავარ სპეციალისტს, მწერალსა და მხატვარ-ილუსტრატორს - ლელა ცუცქირიძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: