ერკეთის საჯარო სკოლაში კვირა მოსწავლეთა წახალისებით იწყება 
14-05-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები წახალისებულია. 

სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ყოველი კვირის დასაწყისში მოსწავლეებსა და პედაგოგებს ეცნობოთ წინა კვირაში მიღწეული წარმატებები. ღონისძიებაზე მოსწავლეებს გადაეცემათ მოპოვებული სერტიფიკატები, დიპლომები და ჯილდოები. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მიღწევებს საზეიმოდ აღნიშნავენ და ბავშვებს ახალისებენ ისწავლონ მეტი. 

„მოსწავლეთა აქტიურობა ზრდის თანატოლების მოტივაციას და სასკოლო საზოგადოებას სიამაყით ავსებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ინიციატივის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203