თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
15-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომლის მიზანი სიმსივნით დაავადებული მოსწავლის ნიკოლოზ ქურასბედიანის ოპერაციისათვის საჭირო თანხის შეგროვება იყო.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები და სხვადასხვა საკონდიტრო ნამუშევრები.

საზოგადოების მხარდაჭერით შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხა მოსწავლის ანგარიშზე.

აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თანადგომის, სიკეთისა და ერთიანობის მნიშვნელობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203