ინფორმაცია საჯარო სკოლის დამრიგებლებისთვის - განაცხადის გასაკეთების ბოლო ვადა და დეტალები ცნობილია
14-05-2026

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს - „ჩემი დამრიგებელი“. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს დამრიგებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელებაში. მათ შორის, მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება-დანერგვაში.
 
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საჯარო სკოლების დამრიგებლებს ინდივიდუალურად.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე: 
https://shorturl.at/JFbaB
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 
https://shorturl.at/FE5S1

საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობს  2026 წლი  29 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203