
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ანდრია პირველწოდებულის ქართლად შემოსვლისა და კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებულ ჯიხეთისა და ორაგვეს დედათა მონასტრებს, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობისა და ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმებს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე მათთვის იყო როგორც სულიერი განწმენდის, ისე შემეცნებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა. გარკვეული პასუხისმგებლობაც ქვეყნის წარსულისა და მომავლის წინაშე.
დღის ბოლოს ტრადიციისამებრ გზად შემხვედრ სოფელ აცანის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამოიარეს და თანმხლებ პედაგოგებთან ერთად მეგობრული სპორტული შეჯიბრებებიც ჩაატარეს.
იხილეთ ფოტოები: