საინტერესო, ემოციური დისკუსია და საუბარი მეგობრობაზე - ​ყვარლის N2 სკოლის მე-5 კლასელებმა წაკითხული წიგნი განიხილეს
13-05-2026

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნინო წიქარიშვილის ხელმძღვანელობით, განიხილეს ონჯალი რაუფის წიგნი - „ბიჭი ბოლო მერხზე“.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს წიგნის მიხედვით შექმნილი ნამუშევრები - ჩანახატები, ილუსტრაციები, შთაბეჭდილებები და საყვარელი ეპიზოდები.

გაიმართა საინტერესო და ემოციური დისკუსია, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს მეგობრობაზე, თანადგომაზე, ადამიანურ ღირებულებებსა და ერთმანეთის დახმარების მნიშვნელობაზე.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღრმავება, აზრის თავისუფლად გამოხატვის, მოსმენისა და მსჯელობის უნარების განვითარება.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს თანაგრძნობის, პასუხისმგებლობისა და სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203