„ანბანი, რომელიც გვიყვება ისტორიას“ - ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა
11-05-2026

7 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში გაიმართა ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაგეგმილი მასწავლებელთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია - „ანბანი, რომელიც გვიყვება ისტორიას“.

კონფერენციის მიზანი იყო ქართული დამწერლობის გააზრება, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის გაძლიერება, კვლევითი და პრეზენტაციული უნარების განვითარება, შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობა.

კონფერენციას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები.

კონფერენცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგები ღონისძიებაზე საინტერესო თემებით წარდგნენ. 

პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართული დამწერლობის წარმოშობის, მისი განვითარების ეტაპებისა და იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ქართულ ანბანს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში აკისრია.

ფოტო: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203