
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ირმა ცხადაძის ხელმძღვანელობით, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციას სტუმრობდნენ, სადაც დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ.
მოსწავლეები რეინჯერებს შეხვდნენ და მათი საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც რეინჯერებს აქვს.
რეინჯერებმა მოსწავლეებს უამბეს, როგორ ზრუნავენ ტყისა და იქ მცხოვრები ცხოველების უსაფრთხოებაზე, როგორ იცავენ გარემოს და რა გამოწვევების წინაშე დგანან ყოველდღიურ საქმიანობაში.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა - მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
ვიზიტის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება იყო.
იხილეთ ფოტოები: