ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა თვითცნობიერის განვითარებასა და ემოციების იდენტიფიცირებას მიეძღვნა
13-05-2026

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიმართულია მათი მრავალმხრივი განვითარებისკენ

ახლახან, სპეციალური მასწავლებლის - თინათინ ფურცელაძის ჩატარებული აქტივობა თვითცნობიერების კომპეტენციის განვითარებასა და  ემოციების იდენტიფიცირებას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა განხორციელებული აქტივობის და ნანახი ვიდეორგოლების მაგალითზე იმსჯელეს რა იწვევს ემოციის ცვლილებას, როგორ აისახება ეს მათ ქცევაზე, შეუძლიათ თუ არა მართონ საკუთარი ემოცია.

აქტივობა საინტერესო ვიზუალური მასალით, თვალსაჩინოებებისა და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203