განმუხურის საჯარო სკოლის ეზოს სილამაზესა და მცენარეების ჯანმრთელობაზე ეკოკლუბელები აქტიურად ზრუნავენ
25-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელთა მორიგი აქტივობა ეკოსისტემის დაცვას მიეძღვნა. 

დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სკოლის ეზოში ეკოკლუბის წევრებმა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინიციატივა განახორციელეს. მათ მარადმწვანე ბუჩქებს ზედმეტი ტოტები შეაჭრეს და სასურველი ფორმები მისცეს, რითაც ეზოს იერსახე კიდევ უფრო გაალამაზეს და მოაწესრიგეს.

მოსწავლეებს ამ პროცესში სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც ეხმარებოდა, რაც გუნდური მუშაობის კარგ მაგალითად იქცა. აღნიშნული საქმიანობა მხოლოდ ესთეტიკურ მნიშვნელობას არ ატარებს - იგი მცენარეების ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. სწორად ჩატარებული გასხვლა ხელს უწყობს ბუჩქების გაძლიერებას, ახალი ყლორტების წარმოქმნას და მათ სწორად განვითარებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეკოკლუბის წევრები სამუშაოს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. მათ წინასწარ შეისწავლეს, როგორ უნდა განხორციელდეს მცენარეების მოვლა ისე, რომ ზიანი არ მიადგეთ.

„შედეგად, სკოლის ეზო უფრო სუფთა, მოვლილი და სასიამოვნო გარემო გახდა, რაც კომფორტს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს აქტივობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკოლოგიური ცნობიერების მნიშვნელობას და აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში გარემოზე ზრუნვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203