განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოლოგიური გზავნილები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობა
25-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს. 

აქტივობა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებზე.

მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით დაამზადეს თემატური ფლაერები, რომლებზეც ასახული იყო ეკოლოგიური გზავნილები, რჩევები და მოწოდებები ბუნების დაცვისა და ეკომეგობრული ქცევის მნიშვნელობაზე.

დამზადებული ფლაერები დაურიგდა სასკოლო საზოგადოებას - როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებსა და სხვა თანამშრომლებს.

ამ პროცესმა ხელი შეუწყო ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა გარემოს დაცვის საქმეში.

აქტივობამ გამოიწვია ინტერესი და დადებითი გამოხმაურება, რადგან მოსწავლეები თავად გახდნენ ცვლილებების წამომწყებები და გარემოზე ზრუნვის იდეების გამავრცელებლები. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას და აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას გარემოს მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203